fbpx

ლისი ტოპოგრაფი“ – კერძო სახლების ახალი, დასავლური ტიპის უბანი, ლისის ტბის ნაპირთან.

„ლისი ტოპოგრაფი“, თბილისის ახალი უბანია, რომელზეც დღეს გიამბობთ და რომელიც მობინადრეებს ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას ქალაქის შიგნით სთავაზობს. საუბარია პროექტზე, რომელიც წარმოადგენს ახალ, დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილ, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და დაცულ დასახლებას ლისის ტბის ნაპირთან, სადაც კერძო სახლებისთვის მიწის ნაკვეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ეს არის 41.8 ჰექტარზე განთავსებული ტერიტორია, რომელიც მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს. ამას გარდა, პროექტი ასევე გულისხმობს ისეთი საერთო სარგებლობის ზონების მოწყობას, როგორიც არის 5 პარკი, 9 სპორტული მოედანი (ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის), ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტები (მაგ: სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვა).

კომპანიის კონსულტანტი PR-ისა და მარკეტინგის საკითხებში სალომე სიხარულიძე გვიყვება, რომ ამ პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია გახდა „ლისი ტოპოგრაფის“ ტერიტორიის ტოპოგრაფიული სტრუქტურა. უბნის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში. მისი თქმით, ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს რეკრეაციასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მიღებულ იქნა გარემოსთან სრულად ინტეგრირებული უბანი.

„ლისი ტოპოგრაფი“ მოიცავს 4 სექტორს A,B,C,D სექტორებს, რომელთა განვითარება ეტაპობრივად გვაქვს დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთლიანი ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო B სექტორში დაწყებულია მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები. B სექტორში სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა ჩვენს მობინადრეებს უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ექნებათ, ვინაიდან ამ ვადაში სრულად გაიმართება უბნის ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები.

„აღსანიშნავია, რომ „ლისი ტოპოგრაფს“ რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილი უპირატესობა გააჩნია, სხვა დასახლებებთან მიმართებაში. პირველ რიგში, საუბარია თავისუფალ სივრცეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ იქნება მჭიდროდ დასახლებული უბანი (ის, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება), ვინაიდან ნაკვეთის მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-დან იწყება.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პროექტის  საგზაო ინფრასტრუქტურას. გზები ლისი ტოპოგრაფში 14 მეტრი სიგანისაა და მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, დამატებით ზოლს მანქანების პარკირებისთვის, საკმაოდ განიერ ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.

უნიკალური ლოკაცია და ლანდშაფტი, მთის და ტბის პანორამული ხედები და აუთვისებელი მრავალფეროვანი ეკოსისტემა „ლისი ტოპოგრაფის“ მთავარი უპირატესობაა. ეს არის იდეალური ადგილი მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად “, – ამბობს სალომე სიხარულიძე

წყარო:https://bit.ly/3x0BEtj

 

 

მსგავსი სიახლეები:
TelegramwhatsappmessengerCall now