fbpx

Property georgia ლისი ტოპოგრაფის პროექტის შესახებ

ლისი ტოპოგრაფი – ახალი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული ახალი დასახლება ლისის ტბის ნაპირთან, სადაც კერძო სახლებისთვის მიწის ნაკვეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ლისი ტოპოგრაფი 41.8 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს. პროექტში ასევე დაგეგმილია 5 პარკი, 9 სპორტული მოედანი (საჩოგბურთო, საფეხბურთო და საკალათბურთო), ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტები (მაგ: სუპერმარკეტი, აფთიაქი, და სხვა)

პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია გახდა ლისი ტოპოგრაფის ტერიტორიის ტოპოგრაფიული სტრუქტურა. უბნის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში.

ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე აქტიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს რეკრეაციასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მივიღეთ გარემოსთან სრულად ინტეგრირებული უბანი, რომელიც არ იქნება მჭიდროდ დასახლებული, ისე როგორც მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული, ვინაიდან ნაკვეთის მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-დან იწყება.

ტერიტორიას ასევე გამოარჩევს საგზაო ინფრასტრუქტურა. გზები აქ 14 მეტრი სიგანისაა და მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, დამატებით ზოლს მაქნანების პარკირებისთვის, საკმაოდ განიერ ორ საფეხმავლო ბილიკს გაწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.

ტერიტორია მოიცავს 4 სექტორს A,B,C,D სექტორებს, რომელთა განვითარება ეტაპობრივად არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე დაწყებულია მთლიანი ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო B სექტორში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები. B სექტორში სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა მობინადრეებს უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ექნებათ, ვინაიდან ამ ვადაში სრულად გაიმართება უბნის ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები.

პროექტისთვის მნიშვნელოვანია უბნის ერთიანი იერსახის და არქიტეტურული სტილის შენარჩუნება, ამიტომ მიწის შეძენისას მყიდველი სახლის არქიტექტურულ პროექტს მიიღებს საჩუქრად.

ლისი ტოპოგრაფი იდელაური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად.

უნიკალური ლოკაცია და ლანდშაფტი, მთის და ტბის პანორამული ხედები და აუთვისებელი მრავალფეროვანი ეკოსისტისტემა ტოპოგრაფის მთავარი უპირატესობებია.
ყველაფერი რასაც ჰარმონიული ცხოვრებისთვის ქალაქგარეთ ეძებთ უკვე ქალაქშია – ლისი ტოპოგრაფში. www.topograph.ge

მსგავსი სიახლეები:
TelegramwhatsappmessengerCall now