fbpx

პროექტის შესახებ

ლისი ტოპოგრაფი

ლისი ტოპოგრაფი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების მქონე ახალი თანამედროვე კერძო დასახლებაა, რომელიც მხოლოდ 244 ოჯახზეა გათვლილი და სწრაფი ტემპით ხდება ყველაზე პრესტიჟული და სასურველი საცხოვრებელი ადგილი თბილისში. ლისის ტბიდან მხოლოდ 500 მეტრში, 41.8 ჰექტარზე, იშლება უბანი, რომელიც თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე სრულად არის მორგებული. მისი მთავარი იდეაც ემსახურება ადამიანებისთვის კომფორტული, ჰარმონიული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

პროექტის უპირატესობები

გამორჩეული მდებარეობა ლისის ტბასთან

ლისი ტოპოგრაფი ტბის ეკო სისტემაში ჰარმონიულად არის ინტეგრირებული და იდეალურად ერწყმის მთებით და ტბით შემოსაზღვრულ ბუნებრივ ლანდშაფტს. უნიკალური მდებარეობა გაძლევთ შესაძლებლობას თავი დააღწიოთ ქალაქის ხმაურს და იცხოვროთ საკუთარ სახლში ტბის ნაპირთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. თქვენ შეძლებთ საფეხმავლო ბილიკითა და ველობილიკით ადვილად მოხვდეთ ლისის ტბაზე, თავი იგრძნოთ რეკრეაციული გარემოს განუყოფელ ნაწილად და იცხოვროთ ქალაქში, ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით.

მწვანე და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო

ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება პროექტის მთავარი გამოწვევაა. უბნის განაშენიანების გეგმა მოერგო რეკრეაციული ფორმატის უბნის სტრატეგიას, სადაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს გამწვანებულ ეზოებს და პარკებს. ტერიტორიაზე ჯამში ათი ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება. ტერიტორიაზე არსებული ხუთი მწვანე პარკი უბნის მთავარ მიზიდულობის წერტილს წარმოადგენს, სადაც მობინადრეებს შეეძლებათ იურთიერთონ, დაისვენონ და გაერთონ.

სრული ინფრასტრუქტურა

ლისი ტოპოგრაფის მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი გამართული ინფრასტრუქტურაა, რაც მოიცავს კეთილმოწყობილ სარეკრეაციო სივრცეებს სპორტული მოედნებით, ნაკვეთებამდე მიყვანილ და ქალაქის ცენტრალურ კომუნიკაციებზე დაერთებულ წყალს, წყალარინებას, ელექტროენერგიას, ბუნებრივი აირსა და ინტერნეტს.
ტერიტორიას ასევე გამოარჩევს გამართული ღობეების სისტემა, განათებული და მოპირკეთებული 14 მეტრი სიგანის გზები, რაც მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, პარკირების ზოლს, ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.

მოვლილი და დაცული ტერიტორია

ლისი ტოპოგრაფი დახურულ და დაცულ საცხოვრებელ უბანს წარმოადგენს, სადაც მოხვედრა სპეციალური დაშვების სისტემით, ოთხი ცენტრალური შესასვლელით იქნება შესაძლებელი. სტუმრის შესვლას გააკონტროლებს დაცვის სამსახური. ტერიტორიის მოვლა-პატრონობას აწარმოებს მენეჯმენტ კომპანია, რომელიც იზრუნებს საერთო სივრცეების დასუფთავებაზე, გამწვანებული ზონების და სპორტული მოედნების მოვლაზე და პასუხისმგებელი იქნება უბნის გამართულ ფუნქიონირებაზე.

TelegramwhatsappmessengerCall now