fbpx

ლისი ტოპოგრაფი ტბას რეაბილიტირებული არხით დამატებით წყალს მიაწვდის!

ლისის ტბა, თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი, დღეს რამოდენიმე მიზეზის გამო განიცდის წყლის დეფიციტს: ტბაში წყალი აღარ იღვრება სატუმბი სადგურიდან, მოშლილია და მიწით და ნაგვით სავსეა არხები, რომლებიც სოფელ თხინვალადან და სოფელ ლისიდან მოდიოდა.

ლისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე პირველად 90-იან წლებში დადგა.
მაშინ ტბაში წყლის დონე, რომელიც თითქმის 3 მეტრი იყო, 20 სანტიმეტრამდე ჩამოვიდა.
ამ პერიოდში მოხდა გრუნტის წყლების მოძიება მიმდებარე ტერიტორიაზე და ორ კილომეტრიანი მილსადენით ლისი ტბის შევსება, რის შედეგადაც წყლის დონე ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

დღეს ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი წყაროების, ზედაპირული წყლებისა და ადრე არსებული არხების შესწავლა და გაწმენდა.

სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში თავისი წვლილის შეტანის მიზნით ლისი ტოპოგრაფი ახორციელებს პროექტის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ნაგვით ამოვსებული არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სწორედ ეს არხი აღადგენს ზედაპირებზე წარმოქმნილი ნალექის შეკრებას და ხელს შეუწყობს ლისის ტბისთვის დამატებითი წყლის მიწოდებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტბისთვის.

არხის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მის გასწვრივ უკვე დაირგო წიწვოვანი ხეები. პროექტის დასრულებამდე გათვალისწინებული 10 000 – მდე ძირი ხის დარგვა.

ლისი ტოპოგრაფი დასავლური ტიპის, ახალი კერძო დასახლებაა, რომელიც ლისის ტბის ნაპირთან ვითარდება. ტერიტორიის განაშენიანების გეგმა მოიცავს პარკებს და კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს.

პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 12 000 000 დოლარს შეადგენს, რაც გამიზნულია ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკების, გზების და ცენტრალური კომუნიკაციების გასამართად.

მსგავსი სიახლეები:
TelegramwhatsappmessengerCall now