როდესაც კერძო სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად გესმოდეთ თუ რას ყიდულობთ. ხშირად მყიდველი მხოლოდ ნაკვეთის შეძენის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება არათუ დიდ სირთულეებთან და დროსთან არის დაკავშირებული, არამედ რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც კია.
დღეს, როცა ასე გაზრდილია მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა, თავისუფალი მიწის შეძენა ძირითადად გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზეა შესაძლებელი, სადაც ხშირად მიწის სამშენებლოდ გამოყენება რომ შეძლოთ, საჭიროა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირებს გეგმა თქვენს და მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე ერთობლივად. ვინაიდან განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპლექსური დოკუმენტია და საჭიროებს მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაციას, მის მოსამზადებლად აუცილებელია გამოცდილება და კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა. ლისი ტოპოგრაფის პროექტი სწორედ ამგვარად დამუშავებულ გრგ-ს დოკუმენტს ეფუძნება (23.10.2020 #325), რომელზეც რამოდენიმე წელი მიდიოდა მუშაობა, ამიტომ გვინდა კარგად მოგიყვეთ თუ რას გულისხმობს მიწის ნაკვეთისთვის გრგ-ს ქონა და რა უპირატესობები აქვს მას:
განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს ან აზუსტებს ფუნქციურ ზონებს, კოეფიციენტებს და შენობების განთავსების არეალებს.
გრგ-ს დამუშავება საშუალებას იძლევა ტერიტორია განვითარდეს მოწესრიგებულად, გათვალისწინებულ იქნას ყველა მიწის ნაკვეთი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსთვის საჭირო ყველა კომპონენტი.
გრგ ხშირად ითვალისწინებს:
✔მიწის ნაკვეთების განლაგების მოწესრიგებას;
✔ტერიტორიაზე გზების დატანას;
✔ლანდშაფტის და გამწვანების ზონების შექმნას;
✔სავარაუდო შენობა ნაგებობის პარამეტრებს;
✔წყლის, კანალიზაციის, ელექტროენერგიის, გაზის და სხვა ქსელების პროექტის შექმნას;
✔საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიას და ტოპოგრაფიულ რუკას.
ყველა ეს სამუშაო ჩატარებულია ლისი ტოპოგრაფის პროექტში და შედეგად მივიღეთ ჰარმონიულად დაგეგმილი უბანი, სადაც 244 მიწის ნაკვეთი სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად სრულყოფილად არის მომზადებული. ყოველი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც დადგენილია, რაც გულისხმობს, რომ ნაკვეთის შეძენისას თქვენ გეცოდინებათ არა მხოლოდ ნაკვეთის წითელი ხაზები, არამედ ლურჯი ხაზებიც, რომელიც განსაზღვრავს შენობის განთავსების არეალს ნაკვეთზე.
ნაკვეთის შესარჩევად ესტუმრეთ ბმულს https://lisitopograph.ge/land-plots/ ან დაგვიკავშირდით.
032 2 502 202 ან Viber | WhatsApp +995 500 502 202