fbpx

როგორ შევარჩიოთ მიწის ნაკვეთი სახლის მშენებლობისთვის?

თუ ლისი ტოპოგრაფში მიწის ნაკვეთის შეძენით ხართ დაინტერესებული ჩვენ გაგიზიარებთ რჩევებს რაც უნდა გაითვალისწინოთ მიწის შერჩევისას.

ლისი ტოპოგრაფი ახალი საცხოვრებელი უბანია ლისის ტბის ნაპირთან რომელიც – 41.8 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს.

უბანი დაყოფილია სექტორებად A,B,C,D სექტორები და მათი განვითარება ეტაპობრივად არის დაგეგმილი.

ნაკვეთების ფართობი მერყეობს 1000 დან 2330- კვ.მ-მდე. მათი დაყოფა განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით აკრძალულია, ხოლო გაერთიანება დაშვებული.

1000 კვ.მ ნაკვეთის საორიენტაციოდ ზომა 20×50 მეტრია.

თითოეული სექტორი შედგება ნაკვეთების ოთხი ზოლისგან.

მიწის ნაკვეთებს რომელიც განთავსებულია ზედა ზოლში აქვს მეტი სივრცე და ხედი, ნაკვეთის ფასი შესაბამისად რიგის მატებასთან ერთად იზრდება. რაც უფრო ზედა ზოლში ყიდულობთ მიწის ნაკვეთს, მით მეტი სივრცე და ხედი ექნება თქვენს მომავალ კერძო სახლს.

ლისი ტოპოგრაფში ნაკვეთები სამი ტიპისაა: ზედა შესასვლელით,  ქვედა შესასვლელით, და კუთხის. პირველი და მესამე ზოლის ნაკვეთები ზედა შესასვლელითაა. ხოლო მეორე და მეოთხე ზოლის ნაკვეთები ქვედა შესასვლელით, სადაც შეძლებთ, რომ ეზო სახლის წინა მხარეს განათავსოთ.

I ზოლის  ნაკვეთები გარე ცენტრალური გზის პარალელურად მდებარეობს,  თუ ამ ზოლში შეარჩევთ ნაკვეთს მხოლოდ ორი მოსაზღვრე მეზობელი გეყოლებათ, ისევე როგორც მეოთხე ზოლის ნაკვეთები, რომლებიც თავისი მდებარეობით პრემიუმ კლასის ნაკვეთებს მიეკუთვნება და მათი ფართობი 1500 კვ.მ-იდან იწყება.

ნაკვეთების პრემიალურობას ასევე განსაზღვრავს მათი სიახლოვე უბანში არსებულ  5 პარკთან, რომლებიც რუკაზე მწვანე სამკუთხედის და მართხკუთხედის ფორმით არის აღნიშნული.

A სექტორი – სხვა სექტორებისგან განსხვავებით სწორი მიწის რელიეფით გამოირჩევა და მდებარეობს ყველაზე ახლოს ლისის ტბასთან, ტბიდან მხოლოდ 350 მეტრში.

B  და С სექტორები – ორ ცენტრალურ პარკს შორის მდებარე შუა სექტორებია, რომლებსაც გამოარჩევს შედარებით შემაღლებული რელიეფური მიწა და კომერციულ სივრცესთან სიახლოვე.

D სექტორი – გამოირჩევა მთიანი ხედებითა და ასევე შემაღლებული რელიეფური მიწებით.

მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მყიდველი იღებს ვალდებულებას სახლის მშენებლობა დასრულებული ფასადით, შავი კარკასის მდგომარეობაში დაასრულოს სექტორის განაშენიანების ვადის ბოლოსთვის. სექტორების მიხედვით ვადები შემდეგია : A სექტორი -23 თვე, B სექტორი 17 თვე,

C სექტორი  29 თვე, D სექტორი ჯერჯერობით არ არის გაყიდვაში.

გამომდინარე ზემოთ აღნიშნული ვადებიდან,  თქვენი მზაობა სახლის მშნებელობასთან დაკავშირებით ასევე შეიძლება გახდეს ნაკვეთის შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი.

ვფიქრობთ ეს  ინფორმაცია დაგეხმარებათ ვებ გვერდზე განთავსებული რუკის უკეთესად აღქმაში.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, ან გაიაროთ კონსულტაცია დაგვიკავშირდით:  2 502 202

 

მსგავსი სიახლეები:
TelegramwhatsappmessengerCall now