ლისი ტოპოგრაფი დასავლური ტიპის კერძო სახლების ახალი საცხოვრებელი უბანია, რომელიც ლისის ტბის ნაპირთან 41 ჰექტარზე ვითარდება და მოიცავს 244 საცხოვრებელ ნაკვეთს.
ლისი ტოპოგრაფის უბანი სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს. ფართო ქუჩები, პარკები, გამწვანება, ურბანული ინფრასტრუქტურა და ლისის ტბასთან სიახლოვე პროექტის მთავარ უპირატესობაა.
გადავწყვიტეთ მოგვეკითხა როგორ მიმდინარეობს ლისი ტოპოგრაფის უბნის განაშენიანება, როგორია გაყიდვების დინამიკა და რატომ იზრდება ფასები საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე თბილისში და მის შემოგარენში.
ამ თემაზე ლისი ტოპოგრაფის პროექტის განვითარების ხელმძღვანელს ნინო აბსანძეს ვესაუბრეთ.
როგორ ვითარდება პროექტი და რამდენად დიდია ინტერესი მის მიმართ?
ლისი ტოპოგრაფი ბაზარზე სულ რაღაც 10 თვის წინ გამოჩნდა. მის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც მოწმობს მომხმარებლის აქტიურობა და უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთების რაოდენობაც.
თუ 10 თვის წინ ტერიტორია წარმოადგენდა მხოლოდ მდელოს, დღე მიწის ნაკვეთის შესარჩევად მოსულ ვიზიტორს ხვდება გასწორებული გზის ქსელი და დაკვალული/დანომრილი მიწის ნაკვეთები. დაწყებულია ტერიტორიის შემოღობვა მწვანე ნარგავებით. ტერიტორიამდე მიყვანილია ყველა კომუნიკაცია და თითოეულ ნაკვეთებამდე მიყვანილია ელ-ენერგია. პროცესშია გაზიფიცირება, მიმდინარეობს უბანში შესასვლელი ჭიშკრების მოწყობა.
ზოგადად როგორია ფასების ზრდის ტენდენცია მიწის ნაკვეთებზე?
ზოგადად უძრავი ქონების სფერომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, იმატა მოთხოვნამ მიწის ნაკვეთებზე თბილისთან ახლოს, განსაკუთრებით გაიზარდა სურვილი ადამიანებში, საცხოვრებლად აირჩიონ არა ქალაქის ხმაურიანი ცენტრი, არამედ ადგილი სადაც ოჯახთან ერთად ღია სივრცეში და ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას.
რაც შეეხება ლისი ტოპოგრაფს, ლისის ტბის მიმდებარედ ზოგადად ნაკვეთებზე მოთხოვნა განსაკუთრებულად მაღალია. ჩვენი პროექტის ფარგლებში ფასების ზრდის ერთი ეტაპი წლის ბოლოს უკვე განვახორციელეთ, როცა ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ტერიტორიამდე მოვიდა ყველა ძირითადი კომუნიკაცია. ფასების ზრდა გაზაფხულზე ისევ იგეგმება, რაც ტერიტორიაზე დაგეგმილ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას უკავშირდება. 2022 წლის შემოდგომაზე დასრულდება ყველა ნაკვეთამდე კომუნიკაციების მიყვანის სამუშაოები. იწყება ცენტრალური გზის მოწყობა, მიმდინარეობს ათობით სახლის პროექტირება და მშენებლობის დაგეგმვა. ასევე აქტიური პროექტირების პროცესშია უბანში არსებული 5 მაშტაბური პარკი. ვვარაუდობთ ფასების გაზრდას 20%-ის ფარგლებში, მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდიდან გამომდინარე.
რა განაპირობებს პროექტის მიმართ ამხელა ინტერესს:
ლისი ტოპოგრაფი გამორჩეული საცხოვრებელი ადგილია როგორც თავისი შინაარსით, ისე ადგილმდებარეობით. ეს არის ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული ერთადერთი ევროპული ტიპის დასახლება, რომელიც მობინადრებს სთავაზობს ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობას ლისის ტბის ნაპირთან .
წყარო:
მიწის ნაკვეთის შესარჩევად დაათვალიერეთ რუქა ან დაგვირეკეთ: