ლისი ტოპოგრაფის უბანი განვითარებას არ წყვეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის მეორე ფენის დაგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია და პირველი მობინადრეები საცხოვრებლად უკვე გადმოვიდნენ.
ტერიტორიაზე დასრულებულია ღობეების მონტაჟი, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს ჭიშკრებისა და შესასვლელი კარებების დამონტაჟება. უბანში სრულად არის განთავსებული განათების ბოძები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს მთელი დღის განმავლობაში.

ინტენსიურად გრძელდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა — უკვე დაწყებულია 70-ე სახლის მშენებლობა, ხოლო გაყიდული მიწის ნაკვეთების 50%-ზე მეტზე არქიტექტურული პროექტირება დასრულებულია. ამ დროისთვის პროექტში მიწის ნაკვეთების 85%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.
ლისი ტოპოგრაფი იდეალური საცხოვრებელი სივრცეა მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და ჯანსაღ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს უნიკალური ლოკაცია და ბუნებრივი ლანდშაფტი — მთისა და ლისის ტბის პანორამული ხედებითა და მრავალფეროვანი, ხელუხლებელი ეკოსისტემით.
ლისი ტოპოგრაფი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების მქონე თანამედროვე კერძო დასახლებაა, რომელიც მხოლოდ 244 ოჯახზეა გათვლილი. სწორედ ამ კონცეფციამ აქცია ის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად საცხოვრებელ უბნად.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სრულად გამართული საკომუნიკაციო ქსელი — წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და ინდივიდუალური გამრიცხველიანება;
- მოპირკეთებული და განათებული შიდა გზები;
- ერთიანი და მოწესრიგებული ღობეების სისტემა;
- კეთილმოწყობილი პარკები და მწვანე ზონები;
- დაცული და კონტროლირებადი პერიმეტრი.
მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა გახდნენ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი უბნის მაცხოვრებლები და შექმნან საკუთარი სახლი ბუნებასთან ჰარმონიაში.