fbpx

5 მიზეზი რატომ უნდა შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ლისი ტოპოგრაფში

ლისი ტოპოგრაფი – დასავლური ტიპის, თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული  დასახლებაა ლისის ტბის ნაპირთან. რომელიც 42 ჰექტარზე ვითარდება და მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 მიწის ნაკვეთს.

გვინდა მოგიყვეთ რა არის ის 5 მთავარი მიზეზი რატომაც უნდა შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ლისი ტოპოგრაფში.

  1. დახურული და დაცული საცხოვრებელი უბანი

ბოლო პერიოდში, საქართველოში საკმაოდ გამოიკვეთა ურბანული სივრცისგან მოშორებით კერძო სახლების მკვეთრი გამრავლების ტენდენცია და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს იცხოვროს ქალაქის ხმაურისგან შორს, დახურულ და დაცული ტიპის საცხოვრებელ უბანში.

სწორედ ასეთი  უბანია ლისი ტოპოგრაფი, სადაც მხოლოდ 244 ოჯახი შეძლებს ცხოვრებას.

ლისი ტოპოგრაფი გამოირჩევა უსაფრთხოების განსხვავებული დონით და ცხოვრების განსაკუთრებული სტილით.  ტერიტორიაზე მოეწყობა 4 შესასვლელი რომელიც აღჭურვილი იქნება სპეციალური დაშვების სისტემით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და წინასწარ შეთანხმებულ სტუმრებს შეეძლებათ ტერიტორიაზე მოხვედრა. კომპლექსს მუდმივად მოემსახურება უბნის მენეჯერი და დაცვა.

  1. მოწესრიგებული და მოვლილი ინფრასტრუქტურა

ლისი ტოპოგრაფის მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი გამართული ინფრასტრუქტურაა რაც გულისხმობს, რომ ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები უზრუნველყოფს სრულად გამართულ ცენტრალურ კომუნიკაციებს. ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთის შეძენისას მყიდველს ინდივიდუალური საკანალიზაციო ჭის მოწყობა ესაჭიროება და აუზის მოწყობის შესაძლებლობაც დაბალია.

ლისი ტოპოგრაფში მაცხოვრებლებს ნაკვეთებთან  მიყვანილი დახვდებათ:

  • წყალი;
  • კანალიზაცია;
  • ელექტროენერგია;
  • ბუნებრივი აირი;
  • ტერიტორიაზე მოწყობილი სანიაღვრე ქსელი.

ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები და გზის ქსელის მოწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების  ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

  1. ერთ ჰექტარამდე ზომის 5 გამწვანებული პარკი სპორტული ინფრასტრუქტურით.

ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება პროექტის მთავარი გამოწვევაა. უბნის განაშენიანების გეგმა მოერგო რეკრეაციული ფორმატის უბნის სტრატეგიას, სადაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს გამწვანებულ ეზოებს და პარკებს.

რაც მოიცავს კეთილმოწყობილ სარეკრეაციო სივრცეებს სპორტული მოედნებით, ჩოგბურთის კორტებით, სკეიდპარკით, გოლფის მოედნით და ბავშვთა გასართობი სივრცეებით. ტერიტორიას ასევე გამოარჩევს გამართული ღობეების სისტემა, განათებული და მოპირკეთებული 14 მეტრი სიგანის გზები, რაც მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, პარკირების ზოლს, ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.

ტერიტორიის მოვლა-პატრონობას განახორციელებს მენეჯმენტ კომპანია, რომელიც იზრუნებს საერთო სივრცეების დასუფთავებაზე.

  1. მწვანე და ჯანსაღი გარემო

ლისი ტოპოგრაფი ტბის ეკო სისტემაში ჰარმონიულად არის ინტეგრირებული და იდეალურად ერწყმის მთებით და ტბით შემოსაზღვრულ ბუნებრივ ლანდშაფტს. უნიკალური მდებარეობა გაძლევთ შესაძლებლობას თავი დააღწიოთ ქალაქის ხმაურს და იცხოვროთ საკუთარ სახლში ტბის ნაპირთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით ტეიტორიაზე ჯამში ათი ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება, ტერიტორიაზე არსებული ხუთი მწვანე პარკი კი უბნის მთავარ მიზიდულობის წერტილს წარმოადგენს, სადაც მობინადრეებს შეეძლებათ იურთიერთონ, დაისვენონ და გაერთონ.

იგრძნოთ თავი  რეკრეაციული გარემოს განუყოფელ ნაწილად და იცხოვროთ ქალაქში, ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით ლისი ტოპოგრაფის მთავარი დაპირებაა.

  1. სამშენებლო ნებართვის მისაღებად მომზადებული მიწის ნაკვეთები

როდესაც კერძო სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად გესმოდეთ თუ რას ყიდულობთ. ხშირად მყიდველი მხოლოდ ნაკვეთის შეძენის შემდეგ აღმოაჩენს, რომ  მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება არათუ დიდ სირთულეებთან და დროსთან არის დაკავშირებული, არამედ რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც კია.

დღეს, როცა ასე გაზრდილია მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა, თავისუფალი მიწის შეძენა ძირითადად გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზეა შესაძლებელი, სადაც  ხშირად მიწის სამშენებლოდ გამოყენება რომ შეძლოთ, საჭიროა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირებს გეგმა თქვენს და მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე ერთობლივად. ლისი ტოპოგრაფის პროექტი კი სწორედ ამგვარად დამუშავებულ გრგ-ს დოკუმენტს ეფუძნება (23.10.2020 #325), რომელზეც რამოდენიმე წელი მიდიოდა მუშაობა და შედეგად მივიღეთ ჰარმონიულად დაგეგმილი უბანი, სადაც 244 მიწის ნაკვეთი სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად სრულყოფილად არის მომზადებული.

ლისი ტოპოგრაფი – დროა იცხოვრო ყველაზე სწორად და გააზრებულად დაგეგმილ საცხოვრებელ უბანში

წყარო: https://bit.ly/3LqYW4g

 

მსგავსი სიახლეები:
TelegramwhatsappmessengerCall now