კერძო სახლისთვის მიწის ნაკვეთის შეძენისას ადამიანების უმეტესობა პირველ რიგში ყურადღებას მიწის ფართობს, ფასს, ფორმასა და მდებარეობას აქცევს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცხოვრების ხარისხსა და უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულებას ყველაზე მეტად არა მხოლოდ მიწის მახასიათებლები, არამედ უბნის განვითარების კონცეფცია განსაზღვრავს.
კარგი საცხოვრებელი სივრცე აერთიანებს ეკოლოგიურ გარემოს, გამართულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოებასა და განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას. სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტული იქნება ცხოვრება და რამდენად გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება მომავალში.
ლისი ტოპოგრაფი ერთ-ერთი პირველი მასშტაბური, დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანია, რომელმაც ლისის ტერიტორიის განვითარებას ახალი მიმართულება მისცა. პროექტში პირველი მობინადრეები უკვე დასახლდნენ, ხოლო ტერიტორია აქტიურად განაგრძობს განვითარებას.
გიზიარებთ 6 მთავარ კრიტერიუმს, რომლიც მიწის ნაკვეთის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
1. მდებარეობა
მდებარეობა უძრავი ქონების ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. თუ ოჯახთან ერთად ცხოვრებას გეგმავთ, მნიშვნელოვანია, ახლოს იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, სპორტული და კომერციული ობიექტები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.
ლისი ტოპოგრაფის ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ეს არის — პროექტიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს საერთაშორისო სკოლები, ლისის ტბა, სპორტული ინფრასტრუქტურა, სუპერმარკეტები, კვების ობიექტები და სხვა სერვისები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
2. უბნის დაგეგმარება და ზოგადი კონცეფცია
კარგი საცხოვრებელი უბანი მხოლოდ ცალკეული სახლების ერთობლიობა არ არის. მისი ღირებულება სწორ ურბანულ დაგეგმარებასა და ერთიან კონცეფციაზეა დაფუძნებული, სადაც წინასწარ არის გააზრებული როგორც საცხოვრებელი, ისე რეკრეაციული, სატრანსპორტო და საზოგადოებრივი სივრცეები.
უბნის დაგეგმარების შეფასებისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხიც. ლისი ტოპოგრაფში გზების სიგანე 14 მეტრამდეა, მაშინ როდესაც თბილისის ახალი კერძო დასახლებების უმეტესობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8.5 მეტრს შეადგენს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია გარე საპარკინგე ზოლი, საფეხმავლო სივრცეები და ველობილიკი, რაც თანამედროვე უბნის დაგეგმარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
3. უსაფრთხო და ერთიანი საცხოვრებელი გარემო
საცხოვრებელი უბნის ხარისხი მხოლოდ მისი ჩაბარებით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ იმართება და როგორ ინარჩუნებს ის ხარისხს წლების განმავლობაში.
საერთო სივრცეების რეგულარული მოვლა, გამწვანების მოვლა-პატრონობა, გარე განათების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება ქმნის მოწესრიგებულ, უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, უბანს ჰყავდეს მმართველი კომპანია, რომელიც იზრუნებს როგორც საერთო ქონების მოვლაზე, ისე საცხოვრებელი გარემოს ხარისხის შენარჩუნებაზე.
„ლისი ტოპოგრაფში“ ამ მიმართულებით უკვე ფუნქციონირებს უბნის ამხანაგობაზე დაფუძნებული ტექნიკური მართვის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს საერთო ტერიტორიების მოვლა-პატრონობასა და ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას.

4. გამართული კომუნიკაციები
საცხოვრებელი უბნის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საინჟინრო ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია, ტერიტორიაზე წინასწარ იყოს მოწყობილი წყლის, კანალიზაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და ინტერნეტის ქსელები. ასევე, აუცილებელია გამართული სანიაღვრე და წყალარინების სისტემები, რომლებიც მომავალში მობინადრეებს დამატებითი ხარჯებისა და ტექნიკური პრობლემებისგან დაიცავს.
ლისი ტოპოგრაფში ყველა საინჟინრო კომუნიკაცია გამართულად ფუნქციონირებს.
5. ეკოლოგიური გარემო, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა
სუფთა ჰაერი, გამწვანებული სივრცეები და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა თანამედროვე საცხოვრებელი უბნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ბუნებასთან სიახლოვე დადებითად აისახება როგორც ცხოვრების ხარისხზე, ისე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.
თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე უნდა აერთიანებდეს სპორტულ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურასაც — პარკებს, სასეირნო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და დასასვენებელ ზონებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა.
ლისი ტოპოგრაფში ეკოლოგიური გარემო ინფრასტრუქტურით არის გამყარებული. პროექტის ტერიტორიაზე 5,1 ჰექტრამდე ფართობის პარკია განთავსებული, ხოლო სპორტული და რეკრეაციული სივრცეები ისეა დაგეგმილი, რომ აქტიური ცხოვრების წესი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცეს.

6. უბნის კონცეფცია
თანამედროვე საცხოვრებელი უბანი მხოლოდ ინდივიდუალური სახლებისგან არ შედგება. მის ღირებულებას განსაზღვრავს ერთიანი განვითარების კონცეფცია, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ, სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უბნის განვითარებასთან ერთად იქმნებოდეს ახალი საზოგადოებრივი სივრცეები და კომერციული ობიექტები, რაც არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ტერიტორიის საინვესტიციო ღირებულების ზრდასაც უწყობს ხელს.
ამ ხედვის გაგრძელებაა ლისი ქლაბჰაუსი — მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სპორტულ, კომერციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს გააერთიანებს. პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ლისის ტერიტორიის მიმზიდველობას როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით და მობინადრეებს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო მრავალ სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

ლისი ტოპოგრაფი დღეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძო დასახლებაა, სადაც მიწის ნაკვეთის შერჩევა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.
პროექტის კომერციული მიმართულების მართვას 2021 წლიდან საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) (www.grea.ge).
მიწის ნაკვეთის შესარჩევად ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს www.topograph.ge.