ლისი ტოპოგრაფი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტია, რომელიც 240 ოჯახზეა გათვლილი და ლისის ტბასთან თანამედროვე, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
პროექტი განვითარების ახალ ეტაპზეა — პირველი მობინადრეები უკვე ცხოვრობენ საკუთარ სახლებში, ხოლო დასახლება ყოველდღიურად სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოდ ყალიბდება. პარალელურად, აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარება და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
დღეისათვის პროექტში მიწის ნაკვეთების 85%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. ხელმისაწვდომია 1000 კვ.მ-დან დაწყებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც განკუთვნილია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.
ლისი ტოპოგრაფში უკვე ფუნქციონირებს 24-საათიანი დაცვის სისტემა, ვიდეომონიტორინგი, ვიზიტორების დაშვების კონტროლი, ასევე რეკრეაციული და საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობის სერვისი, რაც მობინადრეებისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.
ლისი ტოპოგრაფი ეტაპობრივად ყალიბდება თანამედროვე კერძო დასახლებად, სადაც ცხოვრების ხარისხი, უსაფრთხოება და განვითარებული ინფრასტრუქტურა ერთიან კონცეფციაშია გაერთიანებული.