ლისი ტოპოგრაფი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული კერძო დასახლებაა ლისის ტბის ნაპირთან, რომელიც
ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა და მოკლე დროში მყარად დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ყველაზე სასურველმა საცხოვრებელმა უბანმა თბილისში.
ლისი ტოპოგრაფი 42 ჰექტარზეა გაშლილი და მოიცავს 244 მიწის ნაკვეთს კერძო სახლის მშენებლობისთვის. ერთი წლის განმავლობაში კი უკვე 100ზე მეტმა ოჯახმა გადაწყვიტა ლისი ტოპოგრაფში ცხოვრება, უბნის ახალი მობინადრეები სახლების დაპროექტების პროცესში არიან და ტერიტორიაზე უმოკლეს დროში დაიწყება სახლების მშენებლობის პროცესი.
პარალელურ რეჟიმში აქტიურად ვითარდება უბნის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ლისი ტოპოგრაფი ახორციელებს და რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონ დოლარს შეადგენს.
გასული წლის განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელდა შემდეგი ინფრატრუქტურული სამუშაოები:
- ნაგვისგან გასუფთავდა და გაჯანსაღდა ლისის ტბის წყლით მკვებავი არხი, რომელიც აღადგენს ზედაპირებზე წარმოქნილი ნალექის შეკრებას და ლისის ტბისთვის დამატებითი წყლის მიწოდებას შეუწყობს ხელს;
- დასრულდა ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ემსახურებოდა უბნის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ძირითადი კომუნიკაციის მიყვანას ტერიტორიამდე: გაზი, წყალარინება, ელექტროენერგია, ინტერნეტი;
- დაიწყო თითოეულ ნაკვეთში კომუნიკაციების შეყვანის სამუშაოები;
- დასრულდა მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ლისი ტოპოგრაფამდე მიმავალი ერთ კილომეტრიანი ცენტრალური გზის ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოები;
- მიმდინარეობს უბანში შესასვლელი 4 ძირითადი ჭიშკრის მოწყობა;
- დაიწყო ტერიტორიის შემოღობვა მწვანე ნარგავებით;
- დასრულდა შიდა გზების მოწყობის პირველი ეტაპი, შესაბამისად ნაკვეთების დასათვალიერებლად გადაადგილება შესაძლებელია შეუფერხებლად უბნის მთელ ტერიტორიაზე;
- თითოეულ ნაკვეთზე განთავსდა საინფორმაციო დაფები ნაკვეთის დეტალებით და სტატუსით;
- მოეწყო ველობილიკი და საფეხმავლო ბილიკი ლისის ტბამდე.
გასულმა წელმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება. ჩვენი მობინადრეები სწორედ ასეთ საცხოვრებელ გარემოს ეძებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომაცაა რომ პროექტის ბაზარზე გამოსვლიდან მოკლე დროში ასზე მეტმა ოჯახმა მარტივად გადაწყვიტა ლისი ტოპოგრაფი გრძელვადიან, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად შეერჩია.
პროექტის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის, რაც განაპირობებს ნაკვეთების გაყიდვის ტემპის მნიშვნელოვან ზრდას, რაც ასევე ფასების ზრდაზეც აისახება.
ლისი ტოპოგრაფი – იგრძენი თავი რეკრეაციული გარემოს განუყოფელ ნაწილად და იცხოვრე ქალაქში, ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით ლისის ტბის ნაპირთან.
წყარო: shorturl.at/arJK3