Property Georgia ესაუბრა ლისი ტოპოგრაფის პროექტის განვითარების კონსულტანტს, ნინო აბსანძეს, რომელმაც გაგვიზიარა შთაბეჭდილებები ექსპო ჯორჯიას ” საქართველოს უძრავი ქონების კვირეულის” შესახებ.
ლისი ტოპოგრაფი პირველად იყო წარმოდგენილი უძრავი ქონების გამოფენაზე, ვინაიდან ჩვენ ბაზარზე მხოლოდ ერთი წლის წინ გამოვიტანეთ პროექტი. ჩვენთვის პატივი იყო ბაზრის ლიდერ კომპანიებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობის მიღება.
ვთვლით რომ ეს გამოფენა იყო საკმაოდ საინტერესო და შედეგიანი ჩვენთვის, ცნობადობის ზრდის, ბაზრის პულსაციის აღქმის კუთხით და რაც მთავარია, კომერციული მიზნებისთვის.
სტუმრებისგან მივიღეთ საკმაოდ კარგი უკუკავშირი. ლისი ტოპოგრაფის მიმართ ინტერესი იყო მაღალი ვიზიტორების მხრიდან, რაც გამოიხატებოდა სტენდთან დიდი აქტიურობით. დავინახეთ რომ, კომპანიამ მოკლე დროში უკვე შეძლო თავისი ადგილი დაემკვიდრებინა ბაზარზე.
B2B შეხვედრების საშუალებით დავამყარეთ ახალი კონტაქტები საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან, გავცვალეთ ინფორმაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის საინტერესო გადაკვეთის წერტილების ქონის პერსპექტივაც გამოვკვეთეთ, ვინაიდან სხვა პროექტების განვითარებასაც გეგმავთ.
Property Georgia-სა და FIABCI –Georgia -ს მიერ ორგანიზებულმა ფორუმმა და პანელურმა დისკუსიებმა მოგვცა საშუალება უფრო ფართო რაკურსით შეგვეხედა როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრის პერსპექტივებისთვის.
გამოფენის ფარგლებში შედგა სასარგებლო კომუნიკაცია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე საინტერესო ადამიანებთან, ასევე გამოფენის სხვა მონაწილეებთანაც, რასაც მოკლებული ვიყავით პანდემიის განმავლობაში.
ვთვლით, რომ მსგავსი ღონისძიებები ეხმარება საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას.
წყარო: