რას გულისხმობს დახურული ტიპის საცხოვრებელი უბანი და რა უპირატესობა აქვს მას?

სახლის შეძენა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კერძო სახლი თუ ბინა საცხოვრებელ კორპუსში? ნებისმიერ ვარიანტს გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა, ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება კერძო სახლში ცხოვრება, განსაკუთრებით დახურული ტიპის კომპლექსში.

ევროპასა და ამერიკაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამჯობინებს იცხოვროს დახურულ საცხოვრებელ უბანში და ეს ტრენდი საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური ხდება.
კვლევები ამტკიცებს, რომ ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ მსგავსი ტიპის დახურულ და დაცულ საცხოვრებელ უბნებში, გარკვეული ღირებულებების მოსაძიებლად, რაც შეიძლება იყოს საზოგადოების, პრესტიჟის, ცხოვრების წესის ან უსაფრთხოების ძიება. “ცხოვრების სტილი” არის ის მთავარი ღირებულება, რის გამოც ასეთი ტიპის საცხოვრებელს ირჩევენ.

სახლი არის იქ, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ატარებენ დროის უდიდეს ნაწილს და მათი უმეტესობისთვის ის მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს. საცხოვრებელი ადგილის არჩევა ასევე ასახავს მიმდებარე სამეზობლოს არჩევას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

საინტერესოა რა არის ის მთავარი უპირატესობა, რის გამოც ადამიანები აკეთებენ ამ არჩევანს:

მწვანე გარემო
დახურულ საცხოვრებელ უბნებში მწვანე გარემო მთავარი უპირატესობაა, ინტენსიური მოძრაობისგან და გამონაბოლქვისგან თავისუფალი უბანი ბუნებრივია, რომ ბევრად ჯანსაღია ვიდრე ქალაქის ცენტრში მდგომი საცხოვრებელი კორპუსი.

დაცულობა და უსაფრთხოება
დახურულ და დაცულ საცხოვრებელ უბნებს აქვთ ფიქსირებული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და წინასწარ შეთანხმებულ სტუმრებს შეუძლიათ შევიდნენ ტერიტორიაზე, 24/7 დაცვა და მეთვალყურეობის კამერები, დაშვების სისტემები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იმისთვის რომ უბნის მაცხოვრებლებმა თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ.
ასეთი უბნები გამოირჩევა უსაფრთხოების განსხვავებული დონით, ცხოვრების განსაკუთრებული სტილით და ერთი და იმავე სოციალურ -ეკონომიკური კლასის მაცხოვრებლებით.

ჯანსაღი ცხოვრების წესი
დახურული საცხოვრებელი უბნის ძალიან მოსახერხებელი პლიუსია კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაზე წვდომა. სტადიონები, ჩოგბურთის კორტები, აუზი, სპორტული მოედნები, ველობილიკი, ეს ის პრივილეგიებია, რომლითაც სარგებლობთ პრემიუმ ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრებისას.
აქ ცხოვრებას მოაქვს სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნება და გიცავთ დღევანდელი ტექნოლოგიური სამყაროსგან და ქალაქის ხმაურისაგან.

იდეალური გარემო ბავშვებისთვის

დახურულ საცხოვრებელ უბნებში განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს ოჯახები ბავშვებით. ასეთ უბანში მშვიდად შეგიძლიათ გაუშვათ ბავშვები გარეთ სათამაშოდ და არ ინერვიულოთ მათ უსაფრთხოებაზე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უპირატესობას თავის თავში აერთიანებს ახალი საცხოვრებელი უბანი ლისი ტოპოგრაფი რომელიც 244 ოჯახზეა გათვლილი და სწრაფი ტემპებით ხდება ყველაზე პრესტიჟული და სასურველი საცხოვრებელი ადგილი თბილისში. კომპლექსში განთავსდება 5 პარკი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის სტადიონები, ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტი.

ლისი ტოპოგრაფს ასევე გამოარჩევს სიახლოვე ლისის ტბასთან და 4 წამყვან სკოლასთან, სადაც მოხვედრა უბნიდან სულ რაღაც 2 წუთშია შესაძლებელი. ეს დიდი კომფორტია როგორ უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ლისი ტოპოგრაფში ნაკვეთის შესარჩევად მიყევით ბმულს https://lisitopograph.ge/land-plots/

იგრძენით თავი რეკრეაციული გარემოს განუყოფელ ნაწილად და იცხოვრეთ ქალაქში, ქალაქგარეთ ცხოვრების ყველა უპირატესობით.

მსგავსი სიახლეები: