fbpx

ლისი ტოპოგრაფის ცენტრალური კომუნიკაციების ტერიტორიამდე მიყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა

ლისი ტოპოგრაფი ახალი კერძო დასახლებაა, რომელიც ლისი ტბის ნაპირთან 42 ჰექტარზე ვითარდება.

ივლისის თვიდან მიმდინარეობდა ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ემსახურებოდა უბნის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ძირითადი კომუნიკაციის მოყვანას ტერიტორიამდე. ეს პროცესი  2021 წლის დეკემბერში, საახალწლოდ, წარმატებით დაასრულდა.

აღნიშნული სამუშაოებით ლეო კვაჭაძის ქუჩის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა ლისი ტოპოგრაფის უბნის წყალარინების ქსელის გაყვანა, რომლითაც ლისი ტოპოგრაფის უბნის წყალარინების ქსელი ქალაქის ცენტრალურ ქსელს მიუერთდება. იმავე საკომუნიკაციო მაგისტრალში მოეწყო გაზისა და ინტერნეტის ქსელი. ტერიტორიაზე ასევე განხორციელდა ელექტროენერგიის ძირითადი ქსელის მოწყობა.

შეფერხებული მოძრაობა ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, რაც აღნიშნული სამუშაოების გამო იყო გამოწვეული, სრულად აღდგა. სამუშაოთა დასრულების შემდგომ მოხდა გზის საფარის აღდგენაც.  მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის ყველას, ვისაც აღნიშნული გზაზე გადაადგილების შეფერხების გამო დისკომფორტი შევუქმენით.  

2022 წლიდან იწყება პროექტის განვითარების შემდეგი ეტაპი, რაც გულისხმობს კომუნიკაციების მიყვანას ყველა ნაკვეთთან და უბნის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების აქტიურ ფაზაში შეყვანას. 

ლისი ტოპოგრაფის უბანში სულ 244 ნაკვეთია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს უბანში 244 ოჯახი იცხოვრებს. მობინადრეებს ნაკვეთებთან მიყვანილი დახვდებათ:

  • წყალი;
  • კანალიზაცია;
  • ელექტროენერგია;
  • ბუნებრივი აირი;
  • ინტერნეტი;
  • ტერიტორიაზე მოწყობილი სანიაღვრე ქსელი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების  ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლისი ტოპოგრაფი – ახალი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული  დასახლებაა ლისის ტბის ნაპირთან, სადაც კერძო სახლებისთვის მიწის ნაკვეთების გაყიდვები აქტიურად მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები:
TelegramwhatsappmessengerCall now