fbpx

ლისი ქლაბჰაუსი — ახალი მიზიდულობის ცენტრი ლისზე

ლისი ტოპოგრაფის განვითარების ახალი ეტაპი

 

* წარმოდგენილი ვიზუალები პროექტის კონცეფციას ასახავს. პროექტირების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს ცალკეული არქიტექტურული დეტალები, თუმცა პროექტის ძირითადი ფუნქციური კონცეფცია უცვლელი დარჩება.

ლისი ტოპოგრაფი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტია, რომელიც 41.8 ჰექტარზე ვითარდება და აერთიანებს 244 კერძო საცხოვრებელი სახლისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთს.

პროექტი თავიდანვე შეიქმნა როგორც დასავლური ტიპის თანამედროვე საცხოვრებელი გარემო, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცხოვრების ხარისხს, რეკრეაციას, უსაფრთხოებასა და მობინადრეთა კომფორტს. დღეს ლისი ტოპოგრაფი განვითარების აქტიურ ეტაპზეა — პროექტში უკვე გადმოვიდნენ მაცხოვრებლები. ფუნქციონირებს ტერიტორიის მოვლა-პატრონობის სერვისი, უზრუნველყოფილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები, გამწვანებული სივრცეების მოვლა და ვიდეომონიტორინგი. პროექტის ფარგლებში შექმნილი პარკები და რეკრეაციული ზონები უკვე აქტიურად გამოიყენება, რაც ქმნის სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს.

ლისი ტოპოგრაფის კონცეფცია თავიდანვე სცდებოდა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის გენერალური განაშენიანების გეგმაში გათვალისწინებული იყო მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის შექმნა — ადგილი, რომელიც გააერთიანებდა დასვენებას, სპორტს, ყოველდღიურ საჭიროებებსა და სოციალურ აქტივობებს.

ამ ხედვის გაგრძელებაა ლისი ქლაბჰაუსი — ახალი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც წარმოადგენს ლისი ტოპოგრაფის განვითარების ახალ ეტაპს და კიდევ უფრო გააძლიერებს პროექტის ინფრასტრუქტურასა და ლისის ტერიტორიის მიმზიდველობას.

პროექტი დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება და გახდება არა მხოლოდ ლისი ტოპოგრაფის მობინადრეებისთვის, არამედ მთლიანად ლისის მიმდებარე ტერიტორიისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სპორტული და რეკრეაციული ცენტრი.

ლისი ქლაბჰაუსის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე მიდგომას, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი გარემო სცდება მხოლოდ სახლს და აერთიანებს დასვენების, სპორტის, სოციალური ურთიერთობისა და ყოველდღიური საჭიროებებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

პროექტში გაერთიანდება მრავალფეროვანი ფუნქციები: კომერციული და საოფისე სივრცეები, კაფე-რესტორნები, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, სპა ცენტრი, ჯგუფური ვარჯიშების სივრცეები, 30-მეტრიანი დახურული საცურაო აუზი და 3 000 კვ.მ ტერასა. ასევე გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტები, რომლებიც მობინადრეებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აქტიური ცხოვრების წესის მხარდაჭერაა — ტერიტორიაზე დაგეგმილია ჩოგბურთის მოედნები, პადელის კორტები და თანამედროვე ფიტნეს სივრცეები. მიწისქვეშა ავტოსადგომი კი უზრუნველყოფს ტერიტორიის უფრო მშვიდი და ავტომობილებისგან თავისუფალი გარემოს შენარჩუნებას.

ლისი ქლაბჰაუსი გახდება ადგილი, სადაც სპორტი, დასვენება, შეხვედრები და ყოველდღიური ცხოვრება ერთიან თანამედროვე გარემოში გაერთიანდება — სივრცე, რომელიც ლისის ტერიტორიას ახალ ფუნქციასა და დამატებით ღირებულებას შესძენს.


 

მსგავსი სიახლეები:
Telegram whatsapp messenger Call now